პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“
2. პროექტის მთავარი იდეა/თემა: მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა ქართული კინემატოგრაფიის შესახებ. უკეთ გაიცნონ ჩვენი ქვეყნის ცნობილი ადამიანები, მათი ცხოვრება და შემოქმედება. ამასთანავე შეისწავლონ კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ შექმნის ისტორია.
3. პროექტის აქტუალობა: ქართველი ხალხის ცხოვრებაში ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა და ასრულებს ქართული კინო. ამ თვალსაზრისით პროექტი აქტუალურია იმით, რომ ქართული ფილმების იდეურ–მხატვრული შინაარსის დახმარებით ბავშვები განივითარებენ უნარს–დაინახონ ადამიანური სიმართლე და ეროვნული მენტალიტეტი, ქართული ცხოვრებისა და ყოფის სოციალური მხარეები, კავშირი დაამყარონ დღევანდელობასთან. ამასთანავე პროექტი გამოიწვევს სულიერი განწყობის ამაღლებას. მოსწავლეები სხვა ღირსებებთან ერთად დაინახავენ იმ ღირებულებებს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემკულნი.
4. პროექტის მიზანი: გაიღრმაონ ცოდნა ქართული კინოს შესახებ, გაიცნონ ჩვენი ქვეყნის ცნობილი  მსახიობების , რეჟისორების და კომპოზიტორების ცხოვრება და შემოქმედება. უკეტთ გაეცნონ ქართული კინოს შედევრებს. აგრეთვე ქართული კინოს შექმნის ისტორიას.
5.მონაწილეთა ასაკი: VI   კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეოიძლება შეიქმნას: ბავშვები გამოიმუშავებენ კვლევა–ძიების, დამატებითი ლიტერატურის და ისტ–ის გამოყენების უნარ– ჩვევებს. იწავლიან ჯგუფურ მუშაობას და ურთიერთთანამშრომლობას. უფრო აზრიანად და ნაყოფიერად გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს. ბოლოს ჯგუფები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ ნამუსშვარს, მოაწყობენ შეხვედრას ცნობილ ადამიანებთან.
გაკეთდება ბლოგი, სლაიდშოუები, ისე რომ ამ სლაიდშოუებში ჩასმული იქნება ვიდეონაწყვეტები, ალბომი და კედლის გაზეთები თვალსაჩინოებისთვის.
8.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ენციკლოპედია, ჟურნალები, წიგნები ქარტული კინემატოგრაფიის შესახებ.
9.პროექტის მსვლელობა და ძირითადი აქტივეობები:  მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თვითოეული ჯგუფი თვითონ აირჩევს თავისი სურვილის მიხედვით ქართული კინოს შედევრს, რადგან, ქართული კინემატოგრაფიის მასალა სრულიად არაერთგვაროვანია თემატიკის, ჟანრისა, მსოფლმხედველობითი თუ ესთეთიკური ორიენტაციის თვალსაზრისით.(სასურველია ერთმა ჯგუფმა ორი ფილმიც აირჩიოს). ერთერთ ჯგუფს აუცილებლად დაევალება ისტორიული ცნობების მოძიება ,კინოსტუდია ქართული ფილმის შექმნის შესახებ.მოსწავლეები მოიძიებენ ცნობებს  კონკრეტული ფილმის შექმნის შესახებ, აგრეთვე დამდგმელი ჯგუფის(რეჯისორი, ოპერატორი, კომპოზიტორი) და მსახიობების  ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ჩაწერენ ინტერვიუს ცნობილ ადამიანებთან.
10. საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში.
პროექტი კავშირშია შემდეგ საგნებთან:
ა)ხელოვნება: ქართული კინოს შედევრები მსოფლიო კინემატოგრაფიის გამოცდილებასა და ეროვნული ხელოვნების ტრადიციებზე დაყრდნობით არის შექმნილი. ამიტომ თამამად შეიძლება ჩაითვალოს კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“–ს მიერ შექმნილი ფილმები ხელოვნების ნიმუშად. ამ თვალსაზრისით პროექტი პირდაპირ კავშირშია ხელოვნებასთან.
ბ)ისტორია: პროექტში მოძიებული და გამოკვლეული უნდა იყოს მრავალი ისტორიული მასალა.
გ)ქართული ენა და ლიტერატურა: ქართული ფილმების უმეტესობა გადაღებულია ქართველი მწერლების ნაწარმოებების მიხედვით.
დ)მუსიკა: პროექტში განხილული იქნება იმ კომპოზიტორების ცხოვრება და შემოქმედება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული კინომუსიკის შექმნაში.
ე)ისტ: ყველა ძირითადი მრავალფეროვანი მასალა მოძიებული  და დამუშავებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით, რაც ისტი–ს კარგ ცოდნას მოითხოვს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში:პროექტის დახმარებით მოსწავლეები დაინახავენ სასკოლო აქტივობების ღირებულებას რათა გაიაზრონ ის რომ ,რატომ უნდა გაისარჯონ დავალებული ამოცანის შესრულებისთვის, რისთვისაა ეს საჭირო და რაში გამოადგება მას.                  ამდენად შევეცადე ამ პროექტით ნათლად დავანახო მოსწავლეებს ამა თუ იმ აქტივობის ღირებულება, ხელი შევუწყო შესასრულებელი დავალების გაზიარებაში და გავაგებინო, რა აზრი ექნება მის შესრულებას, რა სარგებელს მოუტანს ეს პროექტი მათ პიროვნული თუ სოციალური თვალსაზრისით და რას შეიძენენ ამ პროექტში მონაწილეობით, რაც მათ სკოლის გარეთაც გამოადგებათ.
11.პროექტის ხელმძღვანელი: მარინა უხურგუნაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:marinamarka68@jmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий